ჩვენ შესახებ

კომპანია „ჯი-თი ჯგუფი“ 15 წლიანი გამოცდილების ბაზაზე დაარსებული სისტემური ინტეგრატორია საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში.

კომპანია 2015 წელს დაფუძნდა, თუმცა უკვე  მსოფლიოს 20-ზე მეტი   უმსხვილესი  IT კომპანიის პარტნიორი და მომწოდებელია საქართველოში. „ჯი-თი ჯგუფის“ კლიენტთა სია სხვადასხვა სფეროში მომუშავე 100-მდე წარმატებულ და მოწინავე პოზიციების მქონე კომპანიას მოიცავს.

„ჯი-თი ჯგუფის“  დამფუძნებელთა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და მუდმივი განვითარებაა.  კომპანიის  თანამშრომლები, მათ შორის ინჟინრები და ტექნიკური პერსონალი, საერთაშორისო პარტნიორი  ბრენდების მიერ ორგანიზებულ ტრენინგებსა თუ  სასწავლო კურსებს სისტემატურად გადიან. ამგვარი მიდგომა,  თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, თანამედროვე ტექნოლოგიების შესწავლას და მათ საქართველოს რეალობაში დანერგვას ისახავს მიზნად.  გუნდის პროფესიონალიზმი განსაზღვრავს რთული გამოწვევების დაძლევისთვის მუდმივ მზადყოფნასაც.

 კომპანია სრულყოფილ გადაწყვეტილებებს სთავაზობს როგორც მსხვილ და საშუალო ბიზნესს, ასევე  სამთავრობო უწყებებს.  „ჯი-თი ჯგუფი“ ორიენტირებულია გრძელვადიანი ბიზნეს ურთიერთობების დამყარებაზე, რაც ორივე მხარის წარმატებას გულისხმობს.