IT გადაწყვეტილებები

CLOUD ტექნოლოგია არის ერთ-ერთი ყველაზე დინამიური და სწრაფად მზარდი სეგმენტი საინფორმაციო ტექნოლოგიების ბაზარზე. ბევრმა კომპანიამ უკვე შეძლო შეეფასებინა cloud სისტემის უპირატესობა, მოქნილობა, მობილურობა, ეკონომიურობა და საიმედოობა. საკუთარი სერვერის შესყიდვა და მომსახურების სერვისი საკმაოდ რთული ამოცანაა, რომელიც  დიდ ინვესტიციებსა და გამოცდილ პერსონალს მოითხოვს.

Cloud სისტემა ეს არის ვირტუალური სივრცე, რომელიც  ორგანიზაციის მონაცემების შენახვის და მისი მოვლის სრულიად ახალ შესაძლებლობებს იძლევა. 

Cloud მომსახურება თქვენს მონაცემებს მარტივად ადაპტირებად რესურსად გადააქცევს და მისი მიმდინარე საჭიროებების შესაბამისად მორგებას გაამარტივებს.