ჩვენ შესახებ

გიორგი ალთუნაშვილი - კომპანია „ჯი-თი ჯგუფის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.

„ჯი-თი ჯგუფის“ წარმატება სწორი მენეჯმენტისა და მაღალკვალიფიციური გუნდის დამსახურებაა.

“ჯი-თი ჯგუფი“ მიზანდასახული, ამბიციური და ხარისხზე ორიენტირებული ადამიანების ერთობაა, სწორედ ამის შედეგია, რომ ცოტა ხნის წინ მას კომპანია „Hewlett Packard Enterprise”-მა 2019 წლის ყველაზე სწრაფად მზარდი ინტეგრატორი კომპანიის სტატუსი მიანიჭა.

ჩვენს გუნდს კარგად აქვს გააზრებული ამ კომპანიის მისია და დარწმუნებული ვარ, ერთად აუცილებლად მივაღწევთ დასახულ მიზნებს“.

ჯაბა შელია - „ჯი-თი ჯგუფის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.

„საინფორმაციო ტექნოლოგიების ბიზნესში 2000 წლიდან ვმოღვაწეობ. გარკვეული პერიოდის შემდეგ, მე და ჩემმა ბავშვობის მეგობარმა, ახლა უკვე პარტნიორმა გიორგი ალთუნაშვილმა გადავწყვიტეთ ჩვენი საკუთარი კომპანია დაგვეფუძნებინა. საკმაოდ ამბიციური მიზნები გვაქვს და გვსურს ვიყოთ ერთ-ერთი ლიდერი სისტემური ინტეგრატორი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში. კომპანიის დაარსებიდან დღემდე, გამორჩეულად მაღალკვალიფიციური და საქმის ერთგული გუნდის ჩამოყალიბება შევძელით. ჩვენ, მთელი გუნდი, მუდმივად განვითრებასა და სიახლის ძიებაში ვართ, რაც პირდაპირ აისახება დამკვეთებთან ურთიერთობაში.

 

ლევან ლემონჯავა - დირექტორი

ეთო სუმბაძე - ფინანსური მენეჯერი