სერვისები

„ჯი-თი ჯგუფი“ კლიენტებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე IT კონსულტანტების გუნდს სთავაზობს, რომლებიც მზად არიან ნებისმიერ დროს უზრუნველყონ შესაბამისი მხარდაჭერა.

უახლესი ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიის გამოყენებით, კომპანია მზად არის გადაჭრას IT ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული ყველა დონის სირთულის ამოცანა.

კომპანია მომხმარებელს სთავაზობს როგორც ფიზიკურ მოწყობილობებს, ასევე პროგრამულ უზრუნველყოფასა და საინჟინრო საინსტალაციო მომსახურებას.

ჯი-თი ჯგუფი გთავაზობთ შემდეგ სერვისებს:

  • პროექტების დაგეგმარებას (high level design)
  • მიწოდებას
  • ექსპლუატაციაში გაშვებას
  • მხარდაჭერას როგორც საგარანტიო ასევე გარანტიის შემდგომ პერიოდში.

„ჯი-თი ჯგუფის“ ერთ-ერთი მიმართულება საკონსულტაციო და  IT აუდიტორული მომსახურებაა, რაც მომხმარებელს IT ინფრასტრუქტურის სწორად დაგეგმვასა და მის დინამიკურ განვითარებაში ეხმარება. კომპანია უზრუნველყოფს, რომ  IT ინფრასტრუქტურა  ორგანიზაციისთვის არ იყოს დამაბრკოლებელი ბიზნეს მიზნებისა და ამოცანების დროული რეალიზების პროცესში.

„ჯი-თი ჯგუფის“ გუნდი მზად არის დაგეხმაროთ თქვენი უკვე არსებული IT ინფრასტრუქტურის მდგომარეობის შეფასებაში, გაანალიზებაში, მისი მოდერნიზების სქემისა და თქვენთვის საჭირო ტექნოლოგიების შერჩევაში.

მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო დახვეწის მიზნით, „ჯი-თი ჯგუფი“ არსებულ კლიენტებთან პერიოდულობით ატარებს გამოკითხვებს, შედეგების გათვალისწინებით კი ახდენს სერვისების ოპტიმიზაციას და ცდილობს თითოეული დამკვეთის ტექნოლოგიურ მოთხოვნილებებს მოერგოს.