სიახლეები



15 თებერვალი 2022

კიდევ ერთი წარმატებული პროექტი

აქამდე არასდროს ყოფილა ბიზნეს ინოვაცია ასეთი სწრაფი  და კონკურენტული გარემო ასეთი ინტენსიური, როგორც დღეს. ინფორმაციის მიმოცვლა და გადაწყევტილებების მიღების სისწრაფე მტკიცედ განსაზღვრავს ბიზნესის განვითარების ტემპს. ამიტომაც მნიშვნელოვანია არსებობდეს ისეთი პლათფორმა, რომელიც შექმნის მოქნილ გარემოს შეხვედრების, ინფორმაციის მიმოცვლისა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებისთვის. ამავდროულად, საჭიროა აღნიშნული პლათფორმა აკმაყოფილებდეს ინფორმაციული უსაფრთხოების რთულ მოთხოვნებს.

განვიხილოთ გუნდური თანამშრომლობის ახალი გამოცდილება, რომელიც შექმნილია Cisco Webex-ის მიერ. Webex app არის უსაფრთხო საკომუნიკაციო ვირტუალური სივრცე: ზარების, შეხვედრებისა და შეტყობინებებისთვის. ეს არის ტექნოლოგია უწყვეტი თანამშრომლობისთვის, გუნდის ერთიანი პროდუქტიულობისთვის და ეფექტიანი პარტნიორობისთვის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერი მოწყობილობიდან. თანამშრომლობა ხომ არა მხოლოდ შიდა კოლეგებს, არამედ გარე ექსპერტებისა და პარტნიორების ეკოსისტემებსაც მოიცავს. ამიტომაც Webex App-ის უსაფრთხო ვირტუალური სამუშაო სივრცის მეშვეობით ქმნის შესაძლებლობას  შეტყობინებებით, ფაილების გაზიარებით მესამე მხარის აპლიკაციების ინტეგრაციით, გაზარდოს თანამშრომელთა პროდუქტიულობა და ჩართულობის დონის მაჩვენებელი, რეალურ დროში. პროდუქტი მოსახერხებელია როგორც მოკლევადიანი პროექტებისთვის, ასევე გრძელვადიანი ბიზნეს შესაძლებლობების განხილვისათვის.

რომ შევაჯამოთ, რას იძლევა Webex app-ი?

  • ზრდის პროდუქტიულობას გუნდებში და აჩქარებს წვდომას ფუნქციებით მდიდარი და ადვილად გამოსაყენებელი თანამშრომლობის ხელსაწყოებით
  • ზრდის ბიზნესის ეფექტიანობას და თანამშრომლების კმაყოფილებას კომფორტული შეხვედრების გამოცდილების შექმნით
  • ზარები, შეხვედრები, შეტყობინებები და მომხმარებლის კონტენტი - ყველაფერი ხელმისაწვდომია ერთ აპლიკაციაში
  • იძლევა შეხვედრების ოთახებში განაწილების საშუალებას, სრულად ინტეგრირებული, Cisco Webex მოწყობილობებით
  • იცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად

როგორ უნდა შესძინონ ორგანიზაციებმა თავიანთ გარემოს ჩამოთვლი მახასიათებლები?

Cisco-ს პროდუქტების შესაძენად, მომხმარებლების უმეტესობა მუშაობს Cisco-ს პარტნიორთან. პარტნიორები გადიან პროფესიულ ტრენინგებს, Cisco-ს სერთიფიკატის მისაღებად, Cisco-ს ავთენტური პროდუქტების გაყიდვისთვის. GT Group-ი, როგორც Cisco-ს ოფიციალური პრემიუმ პარტნიორი ორგანიზაციებს აწვდის Cisco Webex app-ს სერვისის სრული მხარდაჭერით, განახლებებით, ვალიდური პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზიითა და სრული გარანტიით.

GT Group-მა კომპანია Adjarabet-ს აღნიშნული გადაწყვეტილება ჰიბრიდული სამუშაო სივრცის მოსაწყობად მიაწოდა. გარემო მოეწყო როგორც Offline, ასევე Online კორპორატიული შეხვედრებისთვის და საჭიროებდა სწრაფ და ხარისხიან ვიდეოკავშირის.