სიახლეები



10 იანვარი 2022

პარტნიორობა წამყვან ვენდორებთან

IT ინდუსტრიის წამყვანი მწარმოებლები, წარმატებული თანამშრომლობისთვის უპირატესობის აღსანიშნად, კომპანიებს პარტნიორობის სტატუსებს ანიჭებენ. ეს ნიშნავს პარტნიორების აღიარებას, მხარდაჭერასა და მათი სერვისის მწაროებლის მოთხოვნებთან შესაბამისობას.

Lenovo-ს ინფრასტრუქტრურის გადაწყვეტილებების პარტნიორობა რამდენიმე საფეხურისგან შედგება და უმაღლესი დონე არის Platinum Partnership. GT Group-ი, როგორც Lenovo-ს გადაწყვეტილებების ინტეგრატორი და აკრედიტირებული სპეციალისტებით დაკომპლექტებული კომპანია, ყოველწლიურად იღებს განახლებულ პარტნიორობის სტატუსებს Lenovo-სგან. ამჯერად, ის Lenovo-ს პლატინუმ სტატუსის მფლობელია. ამ სტატუსით, პარტნიორები მწარმოებლისგან იღებენ სრულ მხარდაჭერას, პროფესიონალურ ცოდნასა და აქვთ წვდომა Lenovo-ს ინოვაციურ რესურსებზე, რომლებიც ქმნიან ახალ შესაძლებლობებს ბიზნეს განვითარებისთვის.  ეს ნიშნავს, რომ კომპანია GT Group-ი თავის მომხმარებლებს აწვდის სრულყოფილ, პროფესიონალურ სერვისს, რომელიც Lenovo-ს სტანდარტებს უმაღლეს დონეზე შეესაბამება. კომპანიისთვის ეს არის წარმატების უწყვეტი პროცესი და სანდოობის მორიგი აღიარება წამყვანი ვენდორისგან. 

აღსანიშნავია, თუ რას სთავაზობენ GT Group-ი და Lenovo სხვადასხვა ბიზნეს სექტორს, ეს არის:

  • სანდოობით გამორჩეული IT ინფრასტრუქტურა - სერვერები,
  • მარტივად მართვადი, მარტივად მასშტაბირებადი და ყოველთვის ხელმისაწვდომი სანახი სისტემები,
  • ქსელურ ინფრასტრუქტურა, რომელიც გამოირჩევა არსებულ ქსელთან თავსებადობით, მაღალი წარმადობით და უახლესი ტექნოლოგიით.

მათი აპრობირებული გადაწყვეტილებები  მკვეთრად ამცირებს კომპანიების ინოვაციური განვითარებისთვის საჭირო საოპერაციო ხარჯებს და ზრდის პროდუქტიულობას.

და ბოლოს, კომპანია GT Group-ი არაერთი ვენდორის უმაღლესი სტატუსის მფლობელია, მას ენდობიან ისეთი კომპანიები, როგორიცაა:  Cisco, HPE, DELL, Fortinet, Canon, Rukus, VmWare და სხვა.

 

 კომპანიის საპარტნიორო სტატუსების სანახავად გადადით ბმულზე