სიახლეები



24 თებერვალი 2022

კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი

დღესდღეობით, სწრაფად განვითარებად ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში საჭიროა მუდმივად განახლებადი პროფესიული სპეციალიზაცია და ინოვაციების ფეხდაფეხ მიყოლა, რათა ბიზნესი იყოს პროგრესირებადი და მომავალ საბაზრო მოთხოვნებზე ორიენტირებული. მწარმოებლების მიერ გაცემული ტექნიკური სერთიფიკატები ადასტურებს IT პროფესიონალის, როგორც მტკიცე გამოცდილებას, ასევე მისი ცოდნის შესაბამისობას ინდუსტრიის თანამედროვე სტანდარტებთან.

იმისათვის, რომ ტექნიკური პროდუქტი იყოს ზუსტად მორგებული მომხმარებლის მოთხოვნებს, საჭიროა სპეციალისტის მიერ, მოხდეს ინფრასტრუქტურის ჯერ შეფასება, შემდეგ დიზაინის დაგეგმვა და ბოლოს სწორი პროდუქტის შერჩევა. სერთიფიცირებისთვის დაწესებული ვენდორის მოთხოვნები კი სწორედ ამ საჭიროებებთან დაკავშირებულ ცოდნას მოცავს. სერთიფიკატის მისაღებად, საგამოცდო მზადების პროცესში, პროფესიონალები გადიან სწავლებას, რისთვისაც მწარმოებელი ქმნის ასოცირებულ ტრენინგებს და პარტნიორებს წვდომას აძლევს სასწავლო რესურსებზე.

მოდით მიმოვიხილოთ, ერთერთი წამყვანი მწარმოებლის HPE-ს მიერ შექმნილი სერთიფიკატი ATP Hybrid IT V2 Solutions. აღნიშნული შექმნილია მწარმოებლის პარტნიორების ტექნიკური გუნდის სპეციალიზაციისთვის და ადასტურებს რომ სპეციალისტს აქვს გამოცდილება შექმნას მონაცემთა ცენტრის გადაწყვეტილებები მცირე და საშუალო ბიზნესის სანახებისთვის და სერვერული და ქსელური ინფრასტრუქტურისთვის.

ATP Hybrid IT V2 Solutions სერთიფიკატი ადასტურებს, რომ სპეციალისტს შეუძლია იდენტიფიცირება, აღწერა, კონფიგურაცია და მართვა HPE მონაცემთა ცენტრის ძირითადი გადაწყვეტილებების მიხედვით, რომლებიც ორიენტირებულია სანახ, ქსელისა და სერვერების - მათ შორის - HPE ProLiant Gen10, 3Par, Nimble და OneView ინფრასტრუქტურაზე. ასევე, შეაფასოს მომხმარებლი ორგანიზაციის მოთხოვნები და რეკომენდაცია გაუწიოს საუკეთესო გადაწყვეტილებას მიმდინარე და მოსალოდნელი ბიზნეს საჭიროებებისთვის, აღწეროს HPE მონაცემთა ცენტრის სტრატეგია, შეიმუშაოს და მართოს HPE სასერვერო, სანახი და ქსელური გადაწყვეტილებები.

„ჯი-თი ჯგუფის“ სისტემური ინჟინერი - გიორგი ჭაია სწორედ HPE Hybrid IT Solutions V2 სერთიფიკატით აკრედიტებული ტექნიკური სპეციალისტია. „ჯი-თი ჯგუფის“ მიერ პარტნიორი ორგანიზაციებისთვის სისტემური მიმართულების გადაწყვეტილებების შემუშავება და დანერგვა სწორედ გიორგი ჭაიას მხარდაჭერით ხორციელდება. 

აღსანიშნავია, რომ „ჯი-თი ჯგუფის“ ტექნიკური გუნდი მუდმივად გადის წამყვანი ვენდორების სერთიფიცირების ეტაპებს, რაც კიდევ უფრო ამყარებს კომპანიისა და მწაროებლების პარტნიორობას. გუნდის წევრები უკვე არაერთი ვენდორის უმაღესი დონის სერთიფიკატების მფლობელები არიან. ეს არის უწყვეტი პროცესი და სერთიფიკატების განახლება ყოველწლიურად ხდება. გუნდი მუდამ მზად არის სიახლეების დასამუშავებლად და პროფესიული დონის ასამაღლებლად, რაც თავის მხრივ, ქმნის თანამედროვე გადაწყვეტილებების შემუშავების, მიწოდებისა და დანერგვის პროფესიონალურ რესურსს.