სიახლეები



15 დეკემბერი 2021

ქსელური გადაწყვეტილებების სრულიად ახალი ეპოქა

რა მოხდებოდა თუკი თქვენთვის, როგორც ადმინისტრატორისთვის, ქსელის ყველა პროცესი ხილვადი და ხელმისაწვდომი იქნებოდა ერთი წერტილიდან? რა მოხდებოდა თუკი შეძლებდით ამ ინფორმაციის გამოყენებას წვდომის კონტროლის პოლიტიკის განსაზღვრისათვის? ან თუ შეგეძლებოდათ სეგმენტირება და ის, რომ ქსელისთვის მიგეცათ შესაძლებლობა განეხორციელებინა ეს პოლიტიკა დინამიურად და ავტომატურად?

და რა მოხდება, თუ თქვენს ქსელს შეეძლება აქტიურად აკონტროლოს საბოლოო მომხმარდებლების ვირუსული ქცევა?

Cisco Software-Defined Access (SD-Access) არის გადაწყვეტილება Cisco Digital Network Architecture-ის (Cisco DNA) ფარგლებში, რომელიც აგებულია განზრახვაზე დაფუძნებული ქსელის პრინციპებზე. Cisco SD-Access უზრუნველყოფს ხილვადობაზე დაფუძნებულ, ავტომატიზირებულ “end to end” სეგმენტაციას მომხმარებლის, მოწყობილობისა და აპლიკაციის ტრაფიკის განცალკევებისთვის, ძირითადი ფიზიკური ქსელის რედიზაინის გარეშე. Cisco SD-Access ახდენს მომხმარებელზე წვდომის პოლიტიკის ავტომატიზაციას, რათა ორგანიზაციები დარწმუნდნენ, რომ ქსელში დადგენილია სწორი პოლიტიკა ნებისმიერი მომხმარებლისთვის ან მოწყობილობისთვის ნებისმიერი აპლიკაციით. ეს მიიღწევა LAN და WLAN-ზე უნიფიცირებული წვდომის პოლიტიკის გამოყენებით, რაც ქმნის იუზერის წვდომის შესაძლებლობას ნებისმიერი ადგილიდან, უსაფრთხოებაზე კომპრომისის გარეშე.

2021 წლის 15 დეკემბერს კომპანია "GT Group-მა" სწორედ ამ თემაზე - Cisco Software-Defined Access (SD-Access) (სისკოს პროგრამული უზრუნველყოფის განსაზღვრული წვდომის კონტროლი და სეგმენტაცია საწარმოსა და ქლაუდისათვის) - ჩაატარა დახურული სემინარი, რომელსაც დაესწრო IT სეგმენტის წარმომადგენლებისგან შემდგარი, მოწვეული, აუდიტორია.

ღონისძიება გაიმართა თბილისში, სადისტრიბუციო კომპანია „Elcore”-სა და წამყვანი მწარმოებლის - კომპანია „Cisco“-ს -  მხარდაჭრით.

სემინარზე განხილული იყო თემები: პროგრამული უზრუნველყოფის განსაზღვრული წვდომის დიზაინი და განვითარება (Cisco SDA), ასევე მწარმოებლის მაიდენთიფიცირებელი სერვისების მექანიზმი (Cisco ISE). სპიკერობა გასწიეს - GT Group-ის ტექნიკური გუნდის ხელმძღვანელმა და მთავარმა არქიტექტმა - ვლადიმერ ნინიკაშვილმა და Cisco-ს პრისეილ ინჟინერმა სვენტალა ტიხანოვიჩმა.

კომპანია GT Group-ი მუდმივად უზრუნველყოფს პარტნიორების ინფორმირებულობას ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით, აწვდის ბაზარს წამყვანი  მწარმოებლების უახლეს გადაწყვეტილებებს და ამზადებს პარტნიორებს მათ დასანერგად.