სიახლეები



11 მარტი 2022

სამუშაო შეხვედრა IT სპეციალისტებთან

პირველად საქართველოში - "ჯი-თი ჯგუფმა" IT სფეროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა მოაწყო. შეხვედრა შედგა რამდენიმე ეტაპად, Cisco SD Access თემის ფარგლებში. პროდუქტის თეორიული და პრაქტიკული პრეზენტაცია "ჯი-თი ჯგუფის" ტექნიკური გუნდის ხელმძღვანელმა - ვლადიმერ ნინიკაშვილმა ჩაატარა.

ღონისძიებაზე განხილული იყო ყველაფერი პროგრამული უზრუნველყოფის განსაზღვრული წვდომის შესახებ. წარდგენილი იყო სრულყოფილი დემო, ჩატარდა პრაქტიკული ჩვენება და მახასიათებლების პრეზენტაცია. შეხვედრის ბოლოს კი ჩატარდა ტექნოლოგიის მენეჯმენტის, რომელიც შედის SD-Access-ში, ინტერაქტიული ანალიზი.

აღსანიშნავია, რომ ინსტრუქტორთან კომუნიკაცია იყო მარტივი და გარემო მეგობრული. აუდიტორიისთვის დამატებითი კითხვებისთვის, სპიკერი მისაწვდომი იყო, არა მხოლოდ ღონისძიების ფარგლებში, არამედ მისი დასრულების შემდეგ, ყოველდღიურ სამუშაო პროცესშიც.

 ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ კომპანია “Cisco” და კომპანია “Elcore”.

 "ჯი-თი ჯგუფი" აგრძელებს IT პროფესიონალებისთვის ბაზრის სიახლეებისა და მწარმოებლების ინოვაციური გადაწყვეტილებების მოწოდებას და სამომავლოდაც გეგმავს ამგვარი აქტივობების ჩატარებას.

"მიგვაჩნია, რომ ამგვარი შეხვედრები და უწყვეტი ურთიერთობები სამომავლოდ აუცილებლად აისახება საქართვეოში IT სფეროს განვითარებაზე და სხვადასხვა სეგმენტის ბიზნეს პროცესების გაუმჯობესებაზე" - ჯი-თის გუნდი.